![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhuIW_HTyJuhUDvp0FIHxX8ocsqdf0mskpnjahnu2VZgvzq0MuIgbJZAOCqBDO1Sm-21Jk-Ok0L5z_Nm4WUEDhQ6zRf-zXd1htWarwoQ_pL-bHgvQEZzipeSUONV-_Fl18GsYYCHuJzSPiQ/s320/mukha-3.jpg)
გაკვეთილის თემა: მუხა, ბუნების- საზოგადოების სულის სახეა
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია
ბიოლოგიის გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ ბუნების, კერძოდ ტყის უდიდესი როლი ადამიანის და ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრებაში, ბუნების დაცვის აუცილებლობა და მათი პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის საქმეში. ისინი შეიცნობენ თუ რაოდენ დიდი მნაშვნელობა აქვს მათ სოფელში არსებულ აჯამეთის ტყის ნაკრძალს სოფლის მცხოვრებთათვის.
თანმიმდევრობა: გაკვეთილი ბიოლოგია
მუშაობის ფორმა: ჯგუფური
აქტივობა I: მასწავლებლის მინი ლექცია 5 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს, რომ ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად თემაზე: მუხა, ბუნების- საზოგადოების სულის სახეა. ჩვენი მოვალეობაა გავეცნოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ტყის არსებობა აუცილებელია ნორმალური ბუნებრივი პირობების შენარჩუნებისათვის, იმისთვის, რომ გვქონდეს სუფთა ჰაერი, წყალი, არ მოხდეს ეროზია, ტყეში ცხოვრობს უამრავი სასარგებლო მცენარე, ცხოველი. მუხა ჩვენი სოფლის ტყის ერთ-ერთი მნაშვნელოვანი ატრიბუტია იგი ჩვენი ტყის სული და გულია. აუცილებელია იგი იყოს ფესვმაგარი, ძლიერი და ამაყად ტოტებგაშლილი.
აქტივობა II - 15 წუთი
ჯგუფები წარმოადგენენ მოკლე მიმოხილვას არსებულ თემაზე
I ჯგუფის პრეზენტაცია
ის გვესაუბრება თუ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ბუნებას ადამიანის ცხოვრებაში.
II ჯგუფის ლიდერის პრეზენტაცია
ის ისაუბრებს ჩვენს სოფელში არსებულ აჯამეთის ტყის მნიშვნელობაზე
III ჯგუფის ლიდერი
ისაუბრებს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის დაცვას და მოსწავლეების განსაკუთრებულ როლზე ბუნების დაცვის საქმეში.
აქტივობა III - 10 წუთი:
ჯგუფები პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ სვამენ კითხვებს, წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს და დამაჯერებლად იცავენ მას.
პროექტზე მუშაობდა V კლასი
მონაწილეთა ასაკი 10 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა 15
პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან აბაშიძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
zusudanabashize@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 898-80-93-29